|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტიციან ტაბიძის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები უხარისხოდ სრულდება" - თემურ ცამციშვილი

ტიციან ტაბიძის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები უხარისხოდ სრულდება, - ამის შესახებ ანტიკორუფციული მოძრაობის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილის აცხადებს,

მისი თქმით, მსგავსი პროექტები მოსახლეობას კომფორტის შექმნის ნაცვლად, პრობლემებს უქმნის,  ადგილობრივი ხელისუფლება პროექტის რეალურ  მონიტორინგს არ ახორციელებს. 

 

"ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა ახორციელდებს ყველა სამუშაოს კონტროლს და მონიტორინგს, მეორეს მხრივ კი, ჩვენ გვაქ რადიკალურად განსხვავებული სურათი,

"ტიციან ტაბიძის ქუჩა,  საერთოდ არ საჭიროებდა სანიაღვრე სისტემის გამოცვლა, პირიქით ეს ქუჩა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში იმ იშვიათი გამონაკლისს წარმოადგენდა რომელიც საერთოდ არ იტბორებოდა წვიმის დროს, მაგრამ მერიამ მაინც გადაწყვიტა ამ ქუჩის რეაბილიტიაცია.

პროექტი რომელშიც მერია 363 000 ლარს უხდის კომპანიას,  სამუშაოები სრულდება უხარისხოდ, ხოლო ადგილზე გუშინ მთელს ქუჩაზე ორი მუშა მუშაობდა, ეს არის არაპროფესიონალიზმის, გულგრილობის,სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის მაგალითი. ასევე უნდა აღინიშნოს რომ რეაბილიტაციის პროცესში იტბორება მიმდებარე ქუჩებიც", - განაცხადა თმურ ცამციშვილმა.

სამუშაოებს  შპს "გზამშენი ოცდამეერთე" აწარმოებს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა