ქუთაისის თოჯინების თეატრში სეზონი გაიხსნა
ქუთაისში თოჯინების თეატრმა ახალი, 71-ე სეზონი სპექტაკლით „ასფურცელა“ გახსნა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ლევან გაბრიჭიძის თქმით, თოჯინების თეატრი მაყურებელს ახალ სეზონზე ბევრ სიახლეს შესთავაზებს.
„ახალი 71-ე სეზონი „ასფურცელა“-თი გავხსენით, 11 სექტემბერს კი ამ და რამდენიმე სხვა წარმოდგენით ბათუმს ვესტუმრებით“-განაცხადა გაბრიჭიძემ.
მისივე თქმით თეატრში "ნაცარქექია"-ს ჩრდილების თეატრით დადგმა იგეგმება.
„თეატრი სიახლეების გარეშე არ არსებობს. ოქტომბრის ბოლოსთვის „ნაცარქექიას“ დადგმას ჩრდილების თეატრის მეშვეობით ვგეგმავთ “-აღნიშნა გაბრიჭიძემ.
შეგახსნებეთ, რომ ქუთაისის „თოჯინების თეატრში“ სამხატვრო ხელმძღვანლის არჩევნები ჩატარდა და მისი პოსტი კვლავ ლევან გაბრიჭიძეს ერგო.
ავტორი: