|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თორნიკე მარჯანიშვილმა ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორის პოსტი დატოვა

ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორს თორნიკე მარჯანიშვილს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა თანამდებობის დატოვების ფასად დაუჯდა. 

მან 2020 წლის  არჩევნებში  ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატად კენჭი  პარტიიდან  "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" იყარა, რაც მოგვიანებით  კულტურის ახალი მინისტყრის თეა ჭულუკიანის მხრიდან კრიტიკის მიზეზი გახდა. 

2021 წლის აპრილში,  ქუთაისის ოპერის თეატრში მისულმა კულტურის მინისტრმა, მარჯანიშვილს უსაყვედურა, მისი თქმით,   "ნაციონალებთან"  წასვლა უფრო გასაგები იქნებოდა, მაგრამ "ქართული ოცნების" მოღალატე დეპუტატებთან წასვლა მიუღებელიაო. 

 ქუთაისის ოპერის თეატრში აცხადებენ, რომ თორნიკე მარჯანიშვილმა დირექტორის პოსტი გასული წლის  დეკემბერში,  საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა და  სამუშაოდ  მერიის ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა აიპში გადავიდა. 

 ოპერის თეატრი ახალ დირექტორს  სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგინებით დანიშნავს.

თორნიკე მარჯანიშვილი თეატრის დირექტორად 2014 წელს დაინიშნა.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა