|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტორპედო" ასეთ კატასტროფულ მდგომარეობაში არ ყოფილა და აღარც იქნება"-კახა ჩხეტიანი

ქუთაისის "ტორპედოში" ფინანსური პრობლემა გრძელდება. ძირითადი გუნდი მოედანზე გასვლაზე კვლავ უარს ამბობს. მიუხედავად პროტესტისა, "ტორპედო" დღეს თამაშს მაინც გამართავს. "საბურთალოს" ცხრამეტწლამდელები დაუპირისპირდებიან. 

გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი განმარტავს, რომ "ტორპედო" კატასტროფულ მდგომარეობაშია და თუ დროულად არ გამოჩნდება ინვესტორი, გუნდი დაიშლება. გუნდში არსებულ პრობლემებსა და მოლოდინებზე კახა ჩხეტინი "ნიუპრესს"ესაუბრა. 

-კრიზისული პერიოდი გრძელდება, რა მდგომარეობაა "ტორპედოში" და რა ბედი ელის გუნდს?

-ბოლო წლების განმავლობაში, რაც მიდის საუბარი, რომ პრობლემაა გუნდში, ამაზე მეტი კრიტიკული და კატასტროფული მდგომარეობა არ ყოფილა და აღარც იქნება. გამოსავალი ის არის, რომ თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ გუნდის აყვანა ან ინვესტირება უნდა,  ამას სწრაფად თუ მოახდენენ, თორემ ამაზე მეტი კატასტროფული მდგომარეობა არ და ვეღარც ექნება "ტორპედოს".

-მერიაში განმარტავენ, რომ მოლაპარაკებები მიდის შესაძლო ინვესტორებთან, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?

-მე არც მომსვლელი მინახავს და არც წამსვლელი, რაც მითხრეს, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს.  ერთადერთი მე საქმეში ვხადავ, რომ პრობლემა მოგვარდეს და თუ არ იქნება  გუნდში პრობლემა,  ეს იქნება ჩემთვის დანახული. ჩემთან არავინ მოსულა და არ უთქვამთ,  რომ გუნდის აყვანა, ან ინვესტიციის ჩადება უნდა. მერიაში იყვნენ მისული, როგორც თქვეს.  ვინ იყო, როგორ იყვნენ, მართლა არ მაქვს  ინფორმაცია, მაგრამ გვითხრეს, რომ არიან დაინტერესებული ადამიანები, მაგრამ თუ გუნდი გადაიჩეხა, დამთავრებულია, მერე ვეღარც ინვესტორი უშველის და ვერც ვერავინ. უფლის წყალობით, თუ ვინმეს მართლა უნდა გადარჩინოს,  დროულად მოხდეს,  ხალხიც დაუფასებს და ქალაქიც.

-დღეს "საბურთალოს" ახალგაზრდული გუნდით დაუპირისპირდებით, ძირითადი გუნდი თამაშზე უარს ამბობს?

-პრაქტიკულად, მეორე გუნდიდან ხუთი  და ასაკობივი გუნდიდან გავლენ ფეხბურთელები, რომლებიც ეს დღეებია,  ემზადებიან.  დიდი გუნდი რა მდგომარეობაშიცაა, ყველამ იცით. ზოგს  სახლიდან აგდებენ, ზოგს მანაქანა წაართვეს,  მე ვერავის დავავალდებულებ, ამ პრობლემების ფონზე გამოვიდნენ და ითამაშონ. ძალიან დიდი ხანია, ითმენენ. გამოსავალი ერთშია,  უნდა გამოჩდეს ის ადამიანი,  ვისაც ხელეწიფება ამ გუნდის გადარჩენა,  უფლის იმედად ვართ. თუ ასე გაგრძელდა,  ქალაქიც შერცხვება და "ტორპედოც", რადგან ამ შემადგენლობით სათანადოდ ვერ ვითამაშებთ.

-როგორი მოლოდინი გაქვთ, შესაძლებელია ამ მდგომარეობის გამოსწორება?

-მე, ერთადერთი, ის მოლოდინი მაქვს, რომ სულ რაზეც მიდის საუბარი,  რომ ქუთაისის "ტორპედოს" ასე არ გააგდებენ.  პრაქტიკულად, ბოლო ხაზზე ვართ მისულები თუ არ გამოჩნდება ვინმე, მაშინ გამონაკლისი უნდა დაუშვან, სახელმწიფომ, ან მერიაში გამოიძებნოს თანხები. მერიას მაგის უფლებაც არ აქვს დაეხმაროს გუნდს.  არ ვიცი,  მე რა ვქნა,  ის ვიცი, მეც, ფეხბურთელებიც ფუნქციას ვკარგავთ.  ბოლო ზღვარზე ვართ,  სანამ შეგვეძლება აქ ვდგავართ ყველანი, გუნდი და გულშემატკივრები,  მაგრამ ჩვენ ვერაფერს ვუშველით,  ამიტომ აუცილებელია, გადაწყვეტილება სწრაფად მიიღონ. 

კახა ჩხეტიანის თქმით, არსებული დავალიანების გამო "ტორპედოს" წინააღმდეგ "უეფას" ლეგგიონერებმა მიმართეს. ისინი დავალიანების გადახდას მოითხოვენ. 

ავტორი: ნიუპრესი