"ტორპედომ" "გურია" 5:0 დაამარცხა
საქართველოს ჩემპიონატის უმალღესი ლიგის მე-12 ტური ქუთაისში დასრულდა, სადაც "ტორპედომ" ლანჩხუთის "გურია" მიიღო და მეტოქე დიდი ანგარიშით, 5:0 დაამარცხა.
ქუთაისელებმა სწრაფი გოლის გატანა მე-11 წუთზე მოახერხეს და ოლეგ მამასახლის ზუსტი დარტყმით პირველი ნახევარი მინიმალური უპირატესობით მოიგეს. შესვენების შემდეგ მასპინძელთა უპირატესობა 49-ე წუთზე ორამდე ბექა ტუღუშმა გაზარდა.
78-ე წუთზე შოთა ბაბუნაშვილმა ლანჩხუთელთა კარში მესამე გოლი გაიტანა, რასაც 82-ე და 84-ე წუთებზე თორნიკე კაპანაძის დუბლი მოჰყვა.
ამ გამარჯვებით საქართველოს თასის ფინალში გასულმა "ტორპედომ" "გურიასთან" ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა.
ავტორი: ნიუპრესი