|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ტორპედოს“ ბრაზილიელი ლეგიონერი აურო ჟუნიორი კონფერენს ლიგაზე არ ითამაშებს

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის „ტორპედოს“ ბრაზილიელი ლეგიონერი, აურო ჟუნიორი ვერ დაეხმარება – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„აურო ჟუნიორს ფეხის თითების მრავლობითი მოტეხილობა დაუდგინდა. ბრაზილიელი ფეხბურთელი ოპერაციასა და ხანგრძლივ რეაბილიტაციას საჭიროებს, რის გამოც გუნდს მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება. მალე გამოჯანმრთელებასა და დაბრუნებას ვუსურვებთ აუროს“ – აღნიშნულია კლუბის განცხადებაში.

აურო ჟუნიორი კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, „ტირანასთან“ გასვლით მატჩში, „ტორპედოს“ ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ 61-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს.

ჟუნიორი „ტორპედომ“ წელს აპრილში ყაზახური „ორდაბასიდან“ დაიმატა. ბრაზილიელი ლეგიონერი ეროვნული ლიგის მეორე წრის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

ქუთაისის „ტორპედო“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსულ „ომონიას“ 25 ივლისს სტუმრად შეხვდება, პირველ აგვისტოს კი ქუთაისში უმასპინძლებს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.54%
გაუარესდა - 52.07%
არ შეცვლილა - 12.4%
სულ - 121 ხმა