"ადვილი არაა 3 მილიონი ლარის დავალიანების მქონე კლუბის აღება"
ქუთაისის "ტორპედოს" შესაძლო ინვესტორებს გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღიათ. როგორც ცნობილია, "ტორპედოს" საკითხით ფრანკფურტის "აინტრახტის" აქციონერები დაინტერესდნენ, ასევე ქუთაისში იმყოფებოდნენ ქართულ-იტალიური კომპანიის წარმომადგენლები. მათ მოსაფიქრებელი დრო ითხოვეს, თუმცა დროის გასვლის შემდეგაც, მათი გადაწყვეტილება ცნობილი არ გამხდარა.
როგორც "ტორპედოს" დირექტორი თემურ ჩეჩელაშველი აცხადებს, კლუბის ინვესტირებასთან დაკავშირებით, აღნიშნული კომპანიისაგან ჯერ საიმედო პასუხი არ აქვთ.
"ასე სწრაფად არ ხდება გადაწყვეტილების მიღება. ადვილი არაა 3 მილიონი ლარის დავალიანების მქონე კლუბის აღება. ყველა დეტალს სწავლობენ, ჯერჯერობით არანაირი პასუხი არ გვაქვს"-განაცხადა თემურ ჩეჩელაშვილმა.
რაც შეეხება სოციალურ ქსელში გერმანელი ინვესტორების მოთხოვნებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, ჩეჩელაშვილი აცხადებს, რომ მართალია, რომ მათ ეს მოთხოვნები აქვთ, თუმცა შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ისინი მოთხოვნებს ადგენენ და ჩვენ უარზე ვართ. მერია ყველა დათმობაზე მიდის, მაგრამ ჯერ მათი პასუხი არ გვაქვს, - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.
ცნობისთვის ქუთაისის "ტორპედოს" არაოფიციალურ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია გერმანელი ინვესტორების მოთხოვნებთან დაკავშირებით.
აღნიშნული ინფორმაცია გუნდის გულშემატკივართა კლუბმა "ჩვენ ვართ ტორპედომაც" გაავრცელა. აღნიშნულის თანახმად, გერმანულ მხარეს ფრანკფურტის "აინტრახტის" აქციონერები წარმოადგენენ და მათი პირობები კლუბის გამოსასყიდად ქალაქის მერიისადმი შემდგომში მდგომარეობს:
1️. სტადიონი გადავა მათ საკუთრებაში.
2️. საფეხბურთო ბაზა გადავა მათ საკუთრებაში.
3️. "ტორპედოს" აღება მიმიმუმ 20-წლიანი იჯარით.
4️. ამ პერიოდის განმავლობაში ქუთაისური კლუბის მაისურს ფრანკფურტის "აინტრახტის" აკადემიისა და საფეხბურთო სკოლის აღზრდილებიც მოირგებენ.
2️. საფეხბურთო ბაზა გადავა მათ საკუთრებაში.
3️. "ტორპედოს" აღება მიმიმუმ 20-წლიანი იჯარით.
4️. ამ პერიოდის განმავლობაში ქუთაისური კლუბის მაისურს ფრანკფურტის "აინტრახტის" აკადემიისა და საფეხბურთო სკოლის აღზრდილებიც მოირგებენ.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა