|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტორპედოს" საწყისი ფასი 114 588 ლარით შემცირდა

რამდენიმე თვიანი მოლოდინის შემდეგ საფეხბურთო კლუბი "ტორპედო" აუქციონზე გავიდა. "ტორპედოს" საწყისი ფასი 585 412 ლარია. ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ პირველი 700 000 ლარიანი შეფასება 114 588 ლარით შეამცირა.

ქუთაისის მერია კლუბს 100%–იანი წილით ყიდის, თუმცა სიაში რამდენიმე უძრავი ქონება არ შესულა.

აუქციონი პირობებით გამოცხადდა, რომლის მიხედვითაც  ინვესტორმა ყოველწლიურად მინიმუმ 500 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს, დაფაროს სახელფასო დავალიანებები,  რასაც "ფეხბურთის განვითარების ფონდის" ფუნქციონირების შემთხვევაში 1 500 000 ლარი დაემატება.

ფონდის მიერ დაფინანსების შეფერხების შემთხვევაში  ინვესტორმა 1 500 000 ლარიანი ინვესტიცა თავად უნდა განახორციელოს. თავად უნდა მოიზიდოს სპონსორი, ასევე უნდა უზრუნველყოს წელიწადში 100–200 ბავშვზე საფეხბურთო სკოლა–აკადემიის და ბავშვთა გუნდების ფუნქციონირება.
 
აუქციონი 26 მაისს დასრულდება. არსებული ინფორმაციით, "ტორპედოთი" დაინტერესებულია ბიზნესმენი ზაალ ჩაჩავა, რომელიც მისი დირექტორიც იყო, თუმცა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ვერ შეთანხმდა და თანამდებობა დატოვა.

 

 

 ''ქუთაისის მერია ''ტორპედოს'' აუქციონზე გატანას აჭიანურებს''

„ქუთაისში ვაპირებ სტადიონების, სასტუმროების, ბარების აშენებას“

ქუთაისის „ტორპედო“ აუქციონზე გაიყიდება

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა