"ტორპედოს" შეძენით ამ დრომდე არავინ დაინტერესდა
"ტორპედოს" შეძენით ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა. გუნდი აუქციონზე რამდენიმე დღის წინ გავიდა.
აუქციონის დასრულებამდე რვა დღე რჩება. ქუთაისის მერი იმედოვნებს, რომ დარჩენილ დღეებში ინვესტორი გამოჩნდება.
"ყოველთვის ასე არის აუქციონზე, დაინტერესებული პირი აუქციონის დასასრულს ინტერესდება ხოლმე, ამიტომ ვიმედოვნებთ, ამჯერადაც ასე მოხდება და კლუბი გაიყიდება", - განაცხადა შოთა მურღულიამ.
ქუთაისის კლუბის აუქციონზე ქონების გარეშე გავიდა და მისმა ღირებულებამ 585 412 ლარი შეადგინა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა