"ტორპედოს" სტადიონთან დეკორატიული ბურთის მოწყობისათვის 16 588 ლარი დაიხარჯება
ქალაქ ქუთაისში, აკაკი ხორავას ქუჩაზე, რამაზ შენგელიას სახელობის "ტორპედოს" სტადიონთან დეკორატიული ბურთის მოწყობა იგეგმება.
სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში NAT180013608 ცნობილმა ქუთაისელმა მოქანდაკემ გიორგი კიკვაძემ გაიმარჯვა.
სამუშაოების შესრულებისათვის მერია 16 588 ლარს გადაიხდის.
მერიასა და ტენდერში გამარჯვებულს შორის ხელშეკრულება 5 ოქრონბერს გაფორმდა. გამარჯვებულს სამუშაოებისათვის 1 თვის ვადა მიეცა.
"მშვიდობის ბურთის" იდეა სამოქალაქო აქტივისტს ბესიკ ადამიას ეკუთვნის. მისი ინიციატივის თანახმად, ადგილზე მშვიდობის მოედანი 2016 წელას მოეწყო. მშვიდობის ბურთი აღნიშნულ მოედანზე განთავსდება.
ავტორი: ნიუპრესი