ბოტანიკური ბაღის დირექტორად თემურ ჩეჩელაშვილი დაინიშნა
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღს ახალი დირექტორი ყავს. აღნიშნულ პოსტზე „ტორპედოს“ ყოფილი პრეზიდენტი თემურ ჩეჩელაშვილი დაინიშნა. ბაღის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა წარუდგინეს.
ქალაქის მერმა ახალ დირექტორს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ის დაწყებული პროექტები, რომლებიც ბოტანიკურ ბაღში ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით 2014 წლიდან დაიწყო, გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ბაღის დირექტორი ამ დრომდე ამირან ხვადაგიანი იყო, რომელმაც თანამდებობა პაატა ბურჭულაძის პარტიაში გადასვლის შემდეგ დატოვა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:58
11:46
22:32
















