ტორტით და ლიქიორით გამოხატული ყურადღება მუნიციპალიტეტების თანამშრომლების მიმართ
ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის უფროსი ადმინისტრაციული ერთეულების თანამშრომლებს მიმართ ყურადღებას მუნიციპალიტეტებში მიტანილი ტორტით და ლიქიორით გამოხატავს. ფოტოები სოციალურ ქსელში თავად ვალდიმერ ნაკაშიძის მიერ სამუშაო საათებში აიტვირთა. კითხვის ნიშნები მომხდარის მიმართ სწორედ ამ ფაქტმა გააჩინა. როგორც ვლადიმერ ნაკაშიძე განმარტავს, ის თანამშრომლებთან ყოველთვის კეთილნაგაწყობილ დამოკიდებულებაშია და და მათ მიმართ პარტივისცემას ამ ფორმით გამოხატავს. ნაკაშიძე ასევე აცხადებს, რომ ტორტი და ალკოჰოლური სასმელი მუნიციპლატეტებში ექვის საათის მერე მიიტანა და წარწერაც "დილა მშვიდობისა" ამ დროს მიუთითა.
„გამოვხატე ყურადღება თანამშრომლების მიმართ და ეს პირველად არ ხდება. ჩემი დამოკიდებულება თანამშრომლების მიმართ, მგონი, უცხო არაა? ეს მოხდა არასამაუშაო საათებში. უბრალოდ, ფოტოები აიტვირთა სამუშაო საათებში“, -განაცხადა ვლადიმერ ნაკაშიძემ.
მისი თქმით, მომხდარი არჩევნებსა და მის შედეგებს არ უკავშირდება, რადგან ამბობს, რომ არჩევნები დამთავრდა და შესაძლოა, ის საერთოდაც წავიდეს თანამდებობიდან. რაც შეეხება კითხვას, მიიღო თუ არა შემოთავაზება ახალი გუნდიდან აცხადებს, რომ შეთავაზება ჯერ არ მიუღია.
„ჯერ არ მიმიღია შემოთავაზება, რაც შეეხება ახალ გუნდს, მე მას ახალ გუნდად ვერ აღვიქვამ, რადგან ახალი გუნდი არ არსებობს, ჩვენ ერთი გუნდი ვართ და მეგობრობა გვაკავშირებს“, -განაცხადა ვლადიმერ ნაკაშიძემ.
(მთავარი ფოტო არ უკავშირდება კონკრეტულ ისტორიას)
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი