თოვლი და ყინვა - როდემდე გასტანს ცივი ამინდი საქართველოში?
9-12 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი თოვა.
10-12 იანვარს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძალიან ძლიერი ქარი (32-34 მ/წმ).
საავტომობილო გზების ცალკეულ მომაკვეთებზე შესაძლებელია ნისლი, ქარბუქი, ხილვადობის გაუარესება, ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა.
10-11 იანვარს ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემერატურის -3, -5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება,
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი ტემპერატურის -8, -10 გრადუსამდე დაწევამ თოვლის საფარის გარეშე დარჩენილი საშემოდგომო ნათესების დაზიანება გამოიწვიოს.
ავტორი:
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა