|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თოვლის დნობის პროცესი კედლის მხატვრობის კიდევ უდრო დააზიანებას გამოიწვევს - თორნიკე ბარათაშვილი

თოვლი და რეკორდულად დაბალი ტემპერატურა დროებითი გადახურვის ქვეშ მოქცეული გელათის ტაძრის მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. 
როგორც „ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი სოციალურ ქსელში წერს, სარკმელთან თოვლის დნობის პროცესი ტაძარში კედლის მხატვრობას კიდევ უფრო დააზიანებს. 
„ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში თოვლი სარკმელების ქვედა ნიშნულს შესამჩნევად აღემატება, რაც დნობის პროცესში წყლის შეღწევას და კედლის მხატვრობის კიდევ უდრო დააზიანებას გამოიწვევს.
წუხელ ტემპერატურა -11 გრადუსამდე იყო დაცემული, რაც რეკორდული მაჩვენებელია ბოლო წლების განმავლობაში.
გუმბათის ყელის ირგვლივ თოვლის გაყინვა ქვის დაზიანების გარდა რისკია ინტერიერისთვისაც
იგივე მდგომარეობაა წმინდა გიორგის ეკლესიის გუმბათის ყელზეც", - წერს ბარათაშვილი საოციალურ ქსელში და შესაბამის ფოტოებს ავრცელებს. 

ავტორი:

უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?

კი - 66.67%
არა - 33.33%
არ ვიცი - 0%
სულ - 15 ხმა