თქვენ ხომ გყავთ თქვენი პრეზიდენტი, მას სთხოვეთ და იქნებ შეიწყალოს ის პატიმრები- ყაველაშვილი
თქვენ ხომ გყავთ თქვენი პრეზიდენტი, მას სთხოვეთ და იქნებ შეიწყალოს ის პატიმრები, მე პასუხს ვერ და არ გაგცემთ იმაზე, რომ ვინმეს შევიწყალებ დღეს, - განუცხადა ქართული ოცნების პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს კითხვაზე აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების შეწყალებასთან დაკავშირებით.
ყაველაშვილის თქმით, „სინდისის პატიმრებს“ კონკრეტული დანაშაული აქვთ ჩადენილი.
„თქვენ ხომ გყავთ თქვენი პრეზიდენტი, მას სთხოვეთ და იქნებ შეიწყალოს ის პატიმრები... შეწყალებასთან დაკავშირებით, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ეტაპობრივად მე ვახორციელებ ხოლმე შეწყალებებს. შემდეგი შეწყალება, ალბათ იქნება ნათლისღებისთვის.
რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც დღეს დაპატიმრებული არიან და ვისაც თქვენ „სინდისის პატიმრებს“ ეძახით, კონკრეტული დანაშაული აქვთ ჩადენილი. ასევე არის პოლიტიკური მოტივი, რის გამოც, ეს ადამიანები იყვნენ მოტყუებული, დღემდე მოტყუებულ პროცესში არიან, ვერ აცნობიერებენ და ანალიზს ვერ აკეთებენ.
მოტყუებული ადამიანები, რომლებიც გამჭვირვალობის კანონის გამო გამოიყვანეთ და მაგის გამო გინდოდათ, რომ ქვეყანაში რევოლუცია მოგეხდინათ. [აშშ-ის] ახალმა ადმინისტრაციამ დღეს თავად გააუქმა ის ორგანიზაციები, რომლითაც იკვებებოდა ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლის გამოც თქვენ საქართველოში რევოლუციის მოწყობა გინდოდათ. ეს იმ ახალგაზრდებმა უნდა გაითავისონ, რომლებიც მოტყუებული არიან და ყოველდღე დაგყავთ [აქციაზე] და იმ ადამიანებმა, რომლებიც ციხეში არიან. აღიარონ თავიანთი შეცდომები და ამის მიხედვით დავაკვირდებით მოვლენებს. მე პასუხს ვერ და არ გაგცემთ იმაზე, რომ ვინმეს შევიწყალებ დღეს“, - განუცხადა ყაველაშვილმა ჟურნალისტს.
ავტორი:





16:19
10:23
16:20
16:13
11:46
















