"თქვენი ჩასვლის შემდეგ ქუთაისში აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გამოვიდა"- იოსელიანი დავითაშვილს
ნამოხვანჰესთან დაკავშირებით თქვენ მოსალაპარკებლად ჩაბრძანდით და თქვენი ჩასვლის შემდეგ აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გამოვიდა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს პარლამენტში ოპოზიციის დეპუტატმა ლევან იოსელიანმა მიმართა.
მისი თქმით,მინისტრებმა ადამიანებს სასაუბროდ 15 წუთი არ დაუთმეს და იქედან გამოიქცნენ.
“28 თებერვალს „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ქუთაისში პირველი დიდი აქცია გაიმართა. ამის შემდეგ თქვენ მოსალაპარკებლად ჩაბრძანდით და თქვენი ჩასვლის შემდეგ აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გამოვიდა. ამ ადამიანებმა თქვეს, რომ 15 წუთი არ დაუთმეთ, რომ მათთვის მოგესმინათ და იქედან გამოიქეცით. ასე აპირებთ პრობლემის მოგვარებას? სანამ მთელი საქართველო ფეხზე არ დადგება, ასეთი “წარმატებული კომუნიკაციით აპირებთან მოქალაქეებთან ურთიერთობის გაგრძელებას?“, - განაცხადა იოსელიანმა.
ავტორი: ნიუპრესი