|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თქვით, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა" - ოკუპანტი ქვეყნიდან მოქალაქეების ნაკადი არ წყდება

ლარსის გამშვები პუნქტი ამ დრომდე პარალიზებულია. რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოდინება საქართველოში პრაქტიკულად არ წყდება. რუსეთიდან ოჯახებით მოდიან და მხოლოდ ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე ათასმა ადამიანმა გადმოკვეთა საზღვარი. მათი თქმით,  არ სურთ უკრაინის ომში წასვლა.

"მთვარია ჩააღწიოთ თბილისამდე, შემდეგ ყველაფერი გამოვა. იქნება ბინა ქირით და ცხოვრება პრობლემების გარეშე. თქვით,  რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა და შემოგიშვებენ“. - ამ ყველაფერს ტელეგრამ არხებზე რუსეთში საყოველთაო  სამხედრო მობილიზაციას გამოქცეული კაცები ერთმანეთს წერენ.

 

რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნიდან გაქცევამას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც უკვე პუტინის გადაწყვეტილება მობილიზაციის შესახებ პირადად შეეხოთ.  

ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან გადმოსული რუსეთის მოქალაქეები აცხადებენ, რომ შეფერხება რუსეთის ტერიტორიის დატოვებისას ხდება. მებაჟეები მათ კითხვებს სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით უსვამენ.  ქართველი მებაჟეები კი მათ  საქართველოში  უპრობლემოდ უშვებენ. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა