|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

“თუ ინფიცირება არ შემცირდება, სწავლის დახურულ სივრცეში გაგრძელება გართულდება”

“თუ ინფიცირება არ შემცირდება, სწავლის დახურულ სივრცეში გაგრძელება გართულდება”, -  ამის შესხებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს. 

მისი განმარტებით, ქვეყანაში კორონავირუსის "დელტა”  შტამის ცირკულირების გამო  ბავშვების ინფიცირება უფრო მეტად ვლინდება.

"ბავშვების კუთხით მდგომარეობა ზუსტად ისეთივეა, როგორც მოზრდილების. ვგულისხმობ იმას, რომ, როდესაც ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს, ამის უკან დგას ინფიცირებული ბავშვების რაოდენობის მატებაც და უფრო მეტი მიმართვიანობა პედიატრიულ სტაციონარებში. რაც ყველაზე მთავარია, კორონავირუსის „დელტა" ვარიანტის ბუნებიდან გამომდინარე, მას უფრო მეტი გავრცელება ახასიათებს ახალგაზრდებში და ბავშვებში, რაც გულისხმობს იმ შემთხვევების ზრდას, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდება”, - განმარტავს ჩხაიძე გამოცემასთან  "რეზონანსი" საუბარში. 

 

ავტორი: ნიუპრესი