|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტვირთების გადაზიდვა თურქეთიდან Translive-ის მეშვეობით

ქართულ ბაზარზე ციფრული საერთაშორისო ლოგისტიკური პლატფორმა Translive გამოჩნდა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ასობით გადამზიდავსა და ტვირთის მფლობელს. 

საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია Translive.ge უზრუნველყოფს ტვირთების გადაზიდვას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გადაზიდვები ხორციელდება როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო, საჰაერო და სარკინიგზო მეთოდებით. ტრანსპორტირების ოპტიმალური მეთოდების შერჩევა ხდება მარშრუტის, დისტანციისა და გადაზიდვის ყველა სპეციფიკის გათვალისწინებით. 

Translive - ის პლატფორმა საუკეთესო საშუალებაა ლოგისტიკურ პროცესებში ჩართული მხარეებისთვის, ის დამაკაშირებელ რგოლს წარმოადგენს დამკვეთსა და გადამზიდავს შორის. გზა, რომელსაც ლოგისტიკური პროცესები მოიცავს, Translive-ის მეშვეობით ბევრად დახვეწილი, დროში გათვლილი და ინტერაქციულია.

ტრანსლაივთან ერთად თურქეთიდან სახმელეთო ტვირთების გადაზიდვა მარტივი და კომფორტული პროცესია. გამომდინარე იქიდან, რომ დიდი მოთხოვნილება არსებობს ამ მიმართულებაზე, გვყავს ასამდე ქართული და თურქული პარტნიორი კომპანია, რომლებიც სისტემატიურად მუშაობენ თურქეთი-საქართველოს მარშრუტზე და ამ დროისთვის ერთობლივი ძალისხმევით უკვე გვაქს განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი. 

ძირითად შემთხვევაში მსოფლიოს მაშტაბით სხვადასხვა კატეგორიის ტვირთების გადაზიდვა ხდება შეუფერხებლად, ეს ეხება როგორც საკვებ პროდუქტებს, ასევე ალკოჰოლურ სასმელებს, სამშენებლო მასალებს და ა.შ. თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში არის გარკვეული შეზღუდვები კონკრეტულ ტვირთან დაკავშირებით და ეს შეიძლება იყოს გამოწვეული რამდენიმე მიზეზით. მაგალითად თურქეთის ტერიტორიაზე გადაზიდვისას (ტრანზიტისას) ერთ-ერთ ასეთ პროდუქტს წარმოადგენს ალკოჰოლური სასმელები.

 პლატფორმა არის ავტომატიზირებული სისტემა, რომელსაც მინიმუმამდე დაჰყავს ადამიანური ფაქტორით დაშვებული შეცდომების ალბათობა. კომუნიკაციის ფორმა გამარტივებულია და კომფორტულია როგოც დამკვეთისთვის, ისე გადამზიდისთვის.  ელექტრონულად ხდება დოკუმენტების გენერაცია და მომენტალური გაფორმება. მომხმარებლისთვის განკუთვნილი პირადი კაბინეტი იძლევა შესაძლებლობას ერთი ფანჯრის პრინციპით აკონტროლოთ როგორც თქვენი მიმდინარე გადაზიდვები, ასევე უკვე დასრულებულის სტატისტიკა და ფინანსები. პროცესი გამჭირვალე და გამარტივებულია, როგორც ადგილობრივი კომპანიებისთვის ისე უცხოური პარტნიორებისთვის. 

 

ავტორი: