|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტვირთების სახმელეთო გადაზიდვა Translive-ით

საერთაშორისო გადაზიდვებს უდიდესი როლი ენიჭება როგორც ვაჭრობის, აგრეთვე ქვეყნის ეკონომიკისა და ბიზნეს სექტორის განვითრებისთვის. საერთაშორისო გადაზიდვების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს სახმელეთო გადაზიდვები. ტვირთის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ტვირთის დანიშნულების ადგილამდე დროული მიწოდების უზრუნველსაყოფად აუცილებელია გამარტივებული პროცედურები და ადეკვატური რესურსები. ნებისმიერი საერთაშორისო გადაზიდვიდვისთვის მნიშვნელოვანია ტრანსპორტირების პერიოდი. დრო, რომელიც ჭირდება A პუნქტიდან B პუნქტამდე  ტვირთის გადატანას განისაზღვრება მრავალი ფაქტორი. პირველ რიგში ეს არის მანძილი (დისტანცია) დატვრირთის ადგილიდან დაცლის ადგილამდე. შემდეგი ფაქტორი არის საბაჟო, რომელიც შესაძლოა იყოს ინდივიდუალური და მოითხოვდეს გარკვეულ დამატებით დროს. 

საქართველოში, ლოგისტიკის სფერო გადადის ახალ ფაზაში, რომლის მთავარი იდეა სისტემის გაციფრულება, ხოლო მიზანი გამარტივებული პროცედურები და დროის ეფექტურად მართვაა. დღესდღეობით, ლოგისტიკა წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ დარგს, რომელიც მუდმივად საჭიროებს განვითარებას. 

Translive-ის პლატფორმა, რომელიც აკავშირებს კლიენტებსა და ოპერატორებს, აძლიერებს ლოჯისტიკურ პროცესებს. ამ პლატფორმის გამოყენებამ განაპირობა ლოგისტიკური პროცესების უფრო მოწინავე, დროული და ინტერაქტიული მართვა. Translive-ის საშუალებით ტვირთის მფლობელებს შეუძლიათ აირჩიონ ყველაზე ხელსაყრელი პირობები, ასობით გამოცდილი გადამზიდავის საშუალებით, რომლებიც მუშაობენ ერთ ტერიტორიაზე. გარდა ამისა, Translive გთავაზობთ საერთაშორისო გადაზიდვების მართვის რევოლუციურ გზას ერთი აპლიკაციის გამოყენებით.               

საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვისას ტვირთების თითქმის ყველა ტიპის გადაზიდვა არის შესაძლებელი. ამ მხრივ შეგვიძლია გამოვყოთ შემდეგი კატეგორიები: 

  1. სტანდარტული - ტვირთები, რომლებიც არ მოითხოვენ განსაკუთრებული გადაზიდვის პირობებს და არ განეკუთვნება  სახიფათო, ან არაგაბარიტული ტვირთების სახეობას.
  2. ტემპერატურული რეჟიმის საჭიროების მქონე ტვირთები - გადაზიდვის პროცესში ესაჭიროება ტემპერატურული კონტროლი, ძირითადად ასეთია საკვები პროდუქტების უმრავლესობა, მედიკამენტები, ნერგები და ა.შ
  3. არაგაბარიტული -  ტვირთები, რომლებიც გამოირჩევიან განსხვავებული, არასტანდარტული ზომებით და ესაჭიროებათ შესაბამისი მისაბმელი. არაგაბარიტული ტვირთის გადაზიდვისთვის ხშირად იგეგმება სპეციალური მარშტუტები და გადაზიდვა ხდება სპეციალური წინასწარ გაწერილი პროტოკოლით.
  4. ADR - ეს არის სახიფათო კატეგორიის ტვირთები, რომლებიც ერთიანდებიან 9 ქვეჯგუფში და თითოეული ამ ცხრა კატეგორიიდან ექვემდებარება გარკვეული წესების დაცვით ტრანსპორტირებას. ამისათვის აუცილებელია დაცული იყოს უვნებლობის ნორმები და შედგენილი იყოს შესაბამისი აუცილებელი დოკუმენტები.
  5. ასევე ხშირია კონსოლიდრებული ტვირთები - აქ იგულისხმება ე.წ. ნაკრები ტვირთები, ანუ ისეთი ტვირთები რომლებიც არ საჭიროებენ ერთ სრულ მანქანას ან ერთ სრულ კონტეინერს. ტვირთის მფლობელებს ეძლევათ საშუალება, ევროპიდან 16 – 18 დღის  განმავლობაში ადგილზე მიიღონ სასურველი პროდუქცია.

 

ტრანსლაივი საუკეთესო შესაძლებლობაა გადამზიდავებისთვის მიიღონ მუდმივად განახლებადი ინფორმაცია გადასაზიდ ტვირთებზე სასურველი მიმართულებით, გაიმარტივონ გადაზიდვები და მიიღონ გადახდის საუკეთესო პირობები.

 

 

                                                                                                                                                                                                                                                




ავტორი: ნიუპრესი