|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტყიბულში, მუშები რამდენიმე თვის სახელფასო დავალიანებას ითხოვენ

ტყიბულში, ბეტონის ქარხანასთან ორპირი-ცუცხვათის გზის სამუშაოებზე დასაქმებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ.

მუშების თქმით, რამდენიმე თვის დავალინება ამ დრომდე არ მიუღიათ, თუმცა სამუშაოები არ შეუწყვეტიათ და წელიწადნახევრის განმავლობაში 10 კილომეტრიანი გზის მონაკვეთი დააგეს.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ყაზახური კომანია ,,ყაზახ დოსტროი" და ქვეკონტრაქტორი კომანია ,,GK building ასრულებდა.

ყაზახური კომოპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მუშები ქვეკონტრაქტორმა კომპანიამ მოატყუა, რადგან მათ თანხა სრულად გადაურიცხეს და სწორედ ქვეკონტრაქტორმა არ აუნაზღაურა მუშებს დავალიანება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა