ტყიბულში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 17 ბავშვია
ტყიბულში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი კორონავირუსის 22 შემთხვევიდან 17 არასრულწლოვანია.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვები ერთი სკოლის მოსწავლეები არიან, ასევე ინფიცირებულია ამავე სკოლის რამდენიმე მასწავლებელი.
თვითიზოლაციაშია გადაყვანილი ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი 200-მდე ადამიანი.
მუნიციპალიტეტში აქტიურად მუშაობენ ტყიბულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ეპიდემიოლოგები.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




















