ტყიბულში ოპოზიციის წევრების მიზანმიმართული დევნა მიმდინარეობს- "ლელო"
„ლელო საქართველოსთვის“: „აცხადებს, რომ რეგიონებში ოპოზიციის მიზანმიმართული პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. პარტია მიიჩნევს რომ ამჯერად ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს დევნის მსხვერპლი გახდნენ „ლელოს“ წევრები - ლაშა და ლერი ბოჭორიშვილები.
ირაკლი კუპრაძის თქმით, ახლა უკვე გათავისუფლებული საკრებულოს აპარატის იურიდიულ საკითხთა და საქმისწარმოების განყოფილების უფროსმა ლაშა ბოჭორიშვილმა ღიად დააფიქსირა თავისი ნეგატიური პოზიცია ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის მიმართ და თავის ოჯახით ჩაერთო „ლელოს“ ტყიბულის ორგანიზაციის საქმიანობაში. ლელოში ამბობენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საკრებულოს ხელმძღვანელობამ რეორგანიზაციის საბაბით დაიწყო საკრებულოს ოპოზიციურად განწყობილი თანამშრომლების ლაშა ბოჭორიშვილის და მისი ძმის, საკრებულოს აპარატის მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ლერი ბოჭორიშვილის პოლიტიკური დევნა და ორივე უსამსახუროდ დატოვა. მათი განცხადებით , რეორგანიზაციის პროცესი ემსახურება განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ადამიანების და ზოგადად განსხვავებული აზრის დევნას.
ავტორი: