ტყიბულში პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელს არასრულწლოვანზე ძალადობაში ადანაშაულებენ
ტყიბულის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელს არასრულწლოვანზე სიტყვიერ ძალადობაში ადანაშაულებენ.
ოჯახის ინფორმაციით, ერთი თვის წინ, ოჯახური კონფლიქტის დროს პოლიცია გამოიძახეს, რა დროსაც ოჯახში მისულმა გამომძიებელმა ეკა ისაკაძე 13 წლის მოზარდს სიტყვიერად დაემუქრა, რაც "გაგლეჯვასა" და შემაკავებელი ორდერის გამოწერაში გამოიხატებოდა, ასევე მასზე ფიზიკურად იძალადა.
ბავშვის ბებიის მარინა ასატუროვას თქმით, მოზარდმა მძიმე ემოციური მდგომარეობის გამო სუიციდი ორჯერ სცადა და მას ფსიქოლოგის დახმარება დაჭირდა.
ბავშვის ბებიის თქმით, მოითხოვენ გამომძიებელმა უფლებამოსილების გადამეტების გამო თანამდებობა დატოვოს.
ოჯახის ინტერესებს ადვოკატი ლევან ჭელიძე იცავს. მისი თქმით, გამოძიება უფლებამოსილების გადამეტების მუხლით მიმდონარეობს.
ფაქტს არ ადასტურებს გამომძიებელი ეკა ისაკაძე და აცხადებს, რომ მოზარდზე ძალადობას ადგილი არ ქონია და გამოძიება ყველაფერს დაადგენს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი