|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტყუილია - მოსწავლის სავარაუდო ბულინგის ფაქტზე უფლებადამცველი განმარტებას აკეთებს

გელათის საჯარო სკოლაში ბულინგის სავარაოდო მსხვერპლ პავშვთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მუქარის წერილი მან თავად დაწერა,  უფლებადამცველი ლევან ჭელიძე ეხმიანება. 

როგორც ის განმარტავს, ჯერ ექსპერტიზას არ დაუდგენია ვის მიერ არის წერილი დაწერილი. ასევე უფელბადამცველი ყურადღებას ამახვილებს ბავშვის მიმართ მუდმივ ბულინგზე, რაზეც სკოლა არ რეაგირებდა.

„მეგობრებო, ბევრმა მომწერეთ გელათის საჯარო სკოლაზე, ბავშვზე და ა.შ. და მოკლედ განვმარტავთ: 1. გამოქვეყნებული ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ სამხარაულის ექსპერტიზამ თითქოს და დაადგინა ნაწერის ავთენტურობა, გახლავთ ტყუილი, რადგან ამ წამს ვესაუბრეთ საქმის მწარმოებელ პროკურორს და გამომძიებელს და სამხარაულის დასკვნა საქმეში ჯერ არ არსებობს ფიზიკურად, რადგან ექსპერტიზა სულ რამოდენიმე დღის წინათ დაინიშნა.

2. გარდა ამისა, რომც დადასტურდეს აღნიშნული ფაქტი, (ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ) საქმეში გაჩნდება კიდევ უფრო მეტი შეკითხვა და ჩვენთვის მაინც საინტერესო იქნება 2 უმთავრეს კითხვაზე პასუხი, კერძოდ: ა. რამ (ვინ) აიძულა არასრულწლოვანი დაეწერა საკუთარ თავზე წერილი? ბ. წერილის არსებობამდე (ანუ პარასკევამდე), როდესაც მშობლებმა მიმართეს სკოლას (კერძოდ დირექტორს და დამრიგებელს) სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, სადაც დედა საკუთარ შვილს 5 გაკვეთილი ყარაულობდა სკოლაში ვინმეს არ ეცემა, რა მოქმედება განხორციელდა სკოლის მხრიდან ბავშვის დასაცავად (ეცნობა თუ არა 112-ს ?, შევიდა თუ არა საგამოძიებო უწყებაში განცხადება ან საჩივარი და ა.შ.)...

გ. ორშაბათის შემდეგ ბავშვი რომ სკოლაში აღარ მივიდა, დაინტერესდა თუ არა სკოლა იმით, რომ სკოლაში რატომ არ დადიოდა არასრუწლოვანი?

P.S. ბავშვი სხვა სკოლის მოსწავლეა უკვე, რადგა იძულებული გახდა სკოლა შეეცვალა, ვინაიდან ფიზიკურად ვეღარ გაუძლო იმას, რასაც მის მიმართ ახორციელებდა სავარაუდო მოძალადე არასრულწოვანი!!! და ბოლოს, რაც მთავარია.... გამოძიება გრძელდება!", - წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში. 

ავტორი: ნიუპრესი