უახლოეს დღეებში დასავლეთ საქართველოში ჰაერი 22 გრადუსამდე გათბება
12 თებერვლამდე საქართველოში მნიშვნელოვნად დათბება. გარემოს ეროვნული საგენტოს ინფორმაციით, ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე, შესაძლოა, მცირე ნალექი აღინიშნოს.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +17, +22, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +14, +19 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა