|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უახლოეს კვირებში საქართველოში რემდესივირი შემოვა, რაც სიკვდილიანობის მაჩვენებელს კიდევ უფრო შეამცირებს - თენგიზ ცერცვაძე

უახლოეს კვირებში საქართველოში რემდესივირი შემოვა, რაც სიკვდილიანობის მაჩვენებელს კიდევ უფრო შეამცირებს. ამის შესახებ  თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ქუთაისში განაცხადა, სადაც ის კოვიდცენტრების მენეჯერებს და კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ მედიკოსებს შეხვდა.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, შეხვედრის მიზანს ქუთაისელ კოლეგებთან გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

მისივე თქმით, შემთხვევების მკვეთრი მატების მიუხედავად, საქართველო კვლავ რჩება იმ ქვეყნების რიცხვში, რომელთაც გარდაცვალების დაბალი მაჩვენებელი აქვთ.

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის განცხადებით, უახლოეს კვირებში საქართველოში რემდესივირი შემოვა, რაც სიკვდილიანობის მაჩვენებელს კიდევ უფრო შეამცირებს. რაც შეეხება კითხვას, შეუძლია თუ არა სამედიცინო სფეროს გაზრდილი შემთხვევების მართვა, ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი პასუხობს, რომ კლინიკური სექტორი ინფიცირების დღევანდელი შემთხვევების გაორმაგებას გაუძლებს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა