უახლოესი დღეების მოსალოდნელი ამინდი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცით, 18 მარტს საქართველოში შენარჩუნდება ცივი, ქარიანი და ზოგან ნალექიანი ამინდი. ღამის მინიმალური ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -3, -5 გრადუსამდე დაიკლებს. დღის მაქსიმალური ტემპერატურა +6, +11 გრადუსი იქნება.
19 მარტს ჰაერი გათბება +17 გრადუსამდე.
20 მარტს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +6, +11 იქნება გრადუსი.
21 მარტს მცირე ნალექი მხოლოდ ცალკეულ რაიონშია მოსალოდნელი.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა



17:22
16:31
14:20
















