|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ტორპედოს“ ქუთაისში თამაშის უფლება უეფამ კვლავ მისცა

ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი „ჩემპიონთა ლიგის“ შემდეგ  „ევროპა ლიგის“ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპს უმასპინძლებს.

არსებული პრობლემების მიუხედავად „უეფამ“  „ტორპედოს“ ქუთაისში თამაშის ნება კვლავ დართო.

„პრობლემა ახლაც წარმოიქმნა, თუმცა გაირკვა, რომ უეფამ სტადიონზე თანხმობა მოგვცა“, -აცხადებენ პრესსამსახურში.

მოედანზე არსებული მდგომარეობის გამო პრობლემა შეიქმნა სტადიონის ლიცენზირებასთან დაკავშირებით.   ტირასპოლის „შერიფთან“ საშინაო მატჩამდე ქუთაისში უეფამ თავისი წარმომადგენელი გამოაგზავნა და თანხმობაც მხოლოდ ამის შემდეგ განაცხადა.

ქუთაისის „ტორპედომ“  მეტოქის ვინაობა 19 ივლისს შეიტყო.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ფარერების „ვიკინგურს“ 26 ივლისს სახლში დაუპირისპირდება. „ევროპა ლიგის“ შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი შპს-დ მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც მერიამ „ტორპედო“ ზაალ ჩაჩავაზე გაასხვისა.

შპს-ს წლიური ბიუჯეტი 246 000 ლარია. სტადიონზე არსებულ პრობლემებზე „ნიუპრესი“ გასულ წელს წერდა, მას შემდეგ მდგომარეობა არ შეცვლილა.

 

რა მდგომარეობაშია „ტორპედოს“ ბაზა და მოედანი?[PHOTO]

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი