უფასო ატრაქციონები, ირმა სოხაძის კონცერტი და 12 500 ლარი ბიუჯეტიდან
ქუთაისში 1 ივნისს ბავშვებს მთელი დღის განმავლობაში, შესაძლებლობა ექნებათ ე.წ გორის პარკში 18 ატრაქციონით უფასოდ ისარგებლონ. ამისთვის ქუთაისის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 ათასი ლარი გადაიხადა.
ამას გარდა, პირველ ივნისს სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი, მათ შორის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში გაიმართება ნუკრი კარკაძის საბავშვო სიმღერების კონცერტი. კომპოზიტორის სიმღერებს შეასრულებენ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელები, სპეციალური სტუმრის სტატუსით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს მომღერალი ირმა სოხაძე.
ღონისძიება გათვალიწინებულია ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 14 დეკემბრის #151 დადგენილებით დამტკიცებულ 2017 წლის ბიუჯეტში კულტურის „წლის კალენდარულ ღონისძიებებში“. ღონისძიებისთვის ქუთაისის მერია 2500 ლარს იხდის.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი