|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უფასო სერვისები, რომლებიც მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში მოქმედებს

მიწის რეგისტრაციის სახლმწიფო რეფორმის ფარგლებში მოქალაქეებისთვის უფასო სერვისები მოქმედებს

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა აქტიურ ფაზაშია.  რეფორმით გამარტივებულმა სარეგისტრაციო პროცედურებმა და უფასო სერვისებმა მოქალაქეთა მომართვიანობა მნიშვნელოვნად გაზარდა. 

მიწის რეფორმის ფარგლებში, საფასურის გარეშე ხორციელდება შემდეგი სერვისები:

 

  • სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია
  • ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება
  • მედიაცია, მათ შორის, სანოტარო მედიაცია
  • მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება
  • ფაქტების კონსტატაცია
  • მიწის ნაკვეთზე საკუთ­რე­ბის უფლების პირველადი რეგისტრაცია
  • საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება (რაც გულისხმობს ელექტრონული ნახაზის გარეშე არსებული მონაცემების დაზუსტების მიზნით ცვლილების რეგისტრაციას უფასოდ)

  ამასთანავე, სახელმწიფო აფინანსებს  რეგისტრაციისთვის საჭირო საკადასტრო აზომვით ნახაზებსაც.

აღსანიშნავია, რომ აზომვითი ნახაზების სახელმწიფოს მიერ დაფინანსების პროექტი,  ნაცვლად 2017 წლის 1 ივნისისა,  მიმდინარე წლის  31 დეკემბრამდე გრძელდება. 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა