|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დამიბრუნეთ კარტოჩკები, ცოლის შოვნა ათჯერ უფრო ადვილია"

"ნიუპრესი" აგრძელებს რუბრიკას, სადაც ქუთაისის პრესაში 100 წლის წინ გამოქვეყნებულ ამბებს გაცნობთ.

1918 წელი,  ქვეყანაში არეულობაა, საომარი მოქმედებები, კრიმინალი,  ქუთაისი კი იუმორს მაინც არ კარგავს...

ამ დროს ქუთაისში, ისევე როგორც მთელს ქვეყანაში, ეკონომიკური სიდუხჭრეა, პროდუქტებს ტალონებით, ე.წ. კარტიჩკებით არიგებენ- გაზეთში მოხვდა ცნობა, სადაც პირი ცოლის დაკარგვის შესახებ განცხადებას აკეთებს, თუმცა კი უფრო კარტიჩკების დაკარგვას წუხს.

"უკარტიჩკებოდ ჩემი სიცოცხლე კი წარმოუდგენელია. მნახველს ვთხოვ, თუ მაინც ცოლს ვერ დამიბრუნებენ უკან, მას ყავდეს იგი, ოღონდ ეს სასურსათო კომიტეტის კარტოჩკები დამიბრუნოს, რადგან ცოლის შოვნა ათჯერ უფრო ადვილია ამ ჟამათ ყველასათვის, ვიდრე სასურსათო კარტოჩკების შემოწმება და მიღება". განცხადებას ხელს "თავისუფალი მოქალაქე" აწერს.

ავტორი: ირინა მაკარიძე