"უკრაინის ბევრ ქალაქში ისმოდა აფეთქებების ხმა. ჩვენ ვაცხადებთ საომარი მდგომარეობას უკრაინის მთელ ტერიტორიაზე",- განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკვე ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და მისგან მოისმინა, რომ ამზადებენ საერთაშორისო მხარდაჭერას.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ სიმშვიდისა და გამძლეობისკენ მოუწოდა მოქალაქეებს. ურჩია დარჩნენ სახლებში, არ აჰყვნენ პანიკას, ვინაიდან მუშაობს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორი, მუშაობს მინისტრთა კაბინეტი.