უკრაინაში დაღუპული მებრძოლი დავით გობეჯიშვილი სამშობლოში ჩამოსვენეს
უკრაინის თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს. მებრძოლისთვის პატივის მისაგებად მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეიკრიბნენ. დაღუპულის ჩამოსვენებას ისინი მუხლმოდრეკილი და სანთლებით ხელში დახვდნენ.
აეროპორტში დავით გობეჯიშვილის ოჯახის წევრები, ახლობლები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იმყოფებოდნენ.
ქართველ მებრძოლს პარაკლისი ქაშუეთის ტაძარში გადაუხადეს, საღამოს მას ტყიბულში გადაასვენებენ.
როგორც ცნობილია, მას კვირას სამოქალაქო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
დავით გობეჯიშვილი 26 მარტს, ქალაქ ირპენში შეტაკებებისას დაიღუპა. უკრაინაში ამ დრომდე ოთხი ქართველი მებრძოლია დაღუპული.
ავტორი: ნიუპრესი