|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უკრაინაში დაღუპული მებრძოლი წყალტუბოში სამხედრო პატივით დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ თევდორაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევში საგვარეულო სასაფლაოზე დღეს სამხედრო პატივით დაკრძალეს.

45 წლის სამხედრო ბახმუტის მისადგომებთან, ბრძოლის დროს სნაიპერის ტყვიას ემსხვერპლა.

მასთან ერთად დაიღუპა სერგო ქართველიშვილი და დაიჭრა სამი ქართველი მებრძოლი. ადგილზე შექმნილი რთული სიტუაციის გამო ამ დროისთვის მხოლოდ მიხეილ თევდორაძის ცხედრის გადმოსვენება მოხერხდა.

რთული მდგომარეობის გამო ბახმუტიდან ვერ გამოასვენეს ვერც 3 დეკემბერს დაღუპული 5 ქართველი მებრძოლი. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა