|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გუგა გაგნიძე ზესტაფონში საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გუგა გაგნიძე ზესტაფონში საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. დილიდან ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი  მიმდინარეობდა.

 გუგა გაგნიძე ტაშით და სამხედრო პატივით გააცილეს.

გმირულად დაღუპულ ქართველს პატივი უკრაინის სამხედრო ატაშემ მიაგო.

40 წლის გუგა გაგნიძე უკრაიანაში, ბახმუტთან ახლოს მოწინააღმდეგესთან კონტაქტურ ბრძოლაში დაიღუპა.

ის უკრაინის შეიარაღებული ძალების 25-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადაში მსახურობდა.

ავტორი:

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა