|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროები საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროების ცხედრები საქართველოში დღეს გამთენიისას ჩამოასვენეს.  მათ თბილისის აეროპორტში  ხალხი საქართველოსა და უკრაინის დროშებით დახვდა.  ადგილზე  ოჯახთან და მეგობრებთან მოქალაქეები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მივიდნენ. 

აეროპორტში გმირების ცხედრების პატივის მისაგებად ხელისუფლებიდან მხოლოდ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მივიდა.  

დავით რატიანის ცხედარი საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს, სადაც ოჯახი პირველ სამძიმარს მიიღებს. საღამოს ჯარისკაცის ცხედარს ქაშვეთის ტაძარში გადაასვენებენ. 

გია ბერიაშვილის ცხედარი ოჯახის გადაწყვეტილებით, თემქის სასაფლაოზე მდებარე ტაძარში გადაასვენეს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორივე დაღუპულს სამხედრო პატივით დაკრძალავენ, იქნება საპატიო ყარაული. თუმცა დაკრძალავენ თუ არა მათ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ჯერ უცნობია. 

საქართველოში ამ დრომდე ჩამოსვენებული არ არის კიდევ ერთი მეომარი ბახვა ჩიქობავა, რომელიც ალყაშემორტყმულ ქალაქ მარიოპოლში დაიღუპა.  

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა