|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

ვრცელდება ინფორმაცია,  რომ უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა. 

პოლკოვნიკი ბახვა ჩიქობავა აგვისტოს ომის მონაწილე იყო და ის უკრაინაში 2014 წლიდან აზოვის ბატალიონში იბრძოდა. ქართველი მებრძოლი დღეს დილით მარიუპოლში დაიღუპა, ის მტრის მიერ ნასროლ ჭურვს ემსხვერპლა.  დაჭრილია საქართველოს 2 მოქალაქე.

ბახვა ჩიქობავა ზუგდიდის სპეცრაზმის უფროსი იყო. 

 გუშინ 2 ქართველი მებრძოლი გია ბერიაშვილი და დავით რატიანი დაიღუპა. კიევთან ახლოს ირპენში დაბომბვაში დაახლოებით 10 ქართველისგან შემდგარი ჯგუფი მოჰყვა. თავდასხმის დროს ასევე დაიჭრა ერთი ქართველი და ერთი ფრანგი მოხალისე.

დავით რატიანი და გია ბერიაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი წევრები იყვნენ და უკრაინაში მოხალისედ იბრძოდნენ. მათ თავდაცვის სამინისტრო 2014 წელს დატოვეს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა