უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა.
ბატალიონ "კარპატსკა სიჩის" მებრძოლი, 46 წლის ვიტალი ორბელაძე, მეტსახელად "გრუზინი", ხარკოვის ოლქში, იზიუმში, 23 აპრილს მოკლეს. ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით გუშინ გავრცელდა.
ვიტალი ორბელაძე კიევში ცხოვრობდა. მას მეუღლე, 6 შვილი და 4 შვილიშვილი დარჩა.
არსებული ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკვე 10 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა