უკრაინაში ომში დაღუპულ ქართველი მებრძოლის ოჯახი საქართველოში ჩამოვიდა
უკრაინაში ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლს საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ. ბერდია ჯოხაძე ხერსონში 12 აგვისტოს გარდაიცვალა. დღეს მისი მეუღლე და შვილი ქუთაისის აეროპორტში ჩამოფრინდნენ.
მათი თქმით, მებრძოლოს ჯანმრთელობის გართულება სავარაუდოდ, ქიმიური იარაღით მოწამვლამ გამოიწვიამ და ის ორ კვირაში გარდაიცვალა.
ოჯახის თქმით, ჯოხაძე უკრაინაში ცხოვრობდა, ომის დაწყების პირველ დღეებში მოხალისედ წავიდა, შემდგომ მომზადება გაიარა და საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო.
"წლებია, უკრაინაში ცხოვრობდა. ოჯახიც იქ ჰყავდა. ომი, რომ დაიწყო მოხალისედ წავიდა, მერე საბრაძოლო წვრთნა გაიარა და იბრძოდა. ხერსონის ოლქში, სავარაუდოდ, რუსების მიერ ჩამოგდებულმა ქიმიურმა იარაღმა მოწამლა. ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, პნევმონია ეგონათ და მოგვიანებით, თრომბოზი განუვითარდა. 12 აგვისტოს დაიღუპა. ომზე ბევრს არ საუბრობდა, მაგრამ ამბობდა, რომ უკრაინა მისი შვილის მეორე სამშობლო იყო და აუცილებელი იყო დაეცვა ეს ქვეყანა", - განაცხადა ბელა ჯოხაძემ.
უკრაინაში ომის დაწყებიდან 18 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა