უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მეორე ეტაპზე იმერეთში 40 ტონა ტვირთი შეგროვდა
უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შეგროვილი ტვირთი უკრაინაში უახლოეს დღეებში გაიგზავნება.
პირველ ეტაპზე რეგიონებიდან უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 150 ტონაზე მეტი ტვირთი უკვე გაიგზავნა, ხოლო მეორე ეტაპზე დასავლეთ საქართველოდან 50 ტონაზე მეტი ტვირთი შეგროვდა, მათ შორის 40 ტონა იმერეთის რეგიონიდან.
იმერეთიდან ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის პროცესს ადგილზე ხელმძღვანელობდა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე.
უკრაინელი ხალხის დასახმარებლად იმერეთის რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტში მერიების სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხებით მოხდა სამედიცინო დახმარების საგნების, მედიკამენტების, ასევე ჟანგბადის კონცენტრატორებისა და ჰუმანიტარული დახმარების სხვა საგნების შეძენა.
გარდა ამისა რეგიონის მასშტაბით შეგროვდა არამალფუჭებადი პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები ტკბილეული და ტანსაცმელი. ტვირთის მობილიზების პროცესში სახელმწიფო უწყებებთან ერთად აქტიურად არის ჩართული კერძო და სამოქალაქო სექტორი.
ავტორი: ნიუპრესი