უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება
ქუთაისში დღეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.
"ფონდი სოხუმის" ორგანიზებით, "სიყვარულის ბაღში" ქუთაისში მცხოვრები ეთნიკური უკრაინელები პატარებს და მათ მშობლებს ეპატიჟებიან. ორგანიზატორების ცნობით, ყველა მსურველს შეეძლება ისიამოვნოს პატარების სახალისო გრიმით, ანიმატორებით, გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. შემოსული თანხა უკრაინიდან ლტოლვილ ოჯახებს გადაეცემათ. ღონისძიება 17.00 საათიდან დაიწყება.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის: ორგანიზებით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან 18 სთ.30 წთ-ზე ავტო კოლონებით მსვლელობა გაიმართება. აქცია უკრანის დამოუკიდებლობისა და საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით ეწყობა.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები კი უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებას ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გამართავენ.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა