|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„სოლიდარობა უკრაინელ დედებს და ბავშვებს“- აქცია ქუთაისში

უკრაინის მხარდასაჭერად, ქალთა ფონდ „სოხუმის“ ინიციატივით, ქუთაისში აქცია გაიმართა. „სოლიდარობა უკრაინელ დედებს და ბავშვებს“- ამ მოწოდებით სამოქალაქო ატივისტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

აქციას შეუერთდნენ აფხაზეთიდან დევნილები, რომელთა თქმითაც, კარგად იციან, რა ხდება უკრაინაში. მათ უკრაინაში მიმდინარე მოვლენენი დაგმეს. სპეციალურად ამ აქციაში მონაწილეობისთვის აქტივისტები 13 მუნიციპალიტეტიდან ჩამოვიდნენ.

„ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ომი, ვიცით, რას ნიშნავს მშობლიურ მიწაზე რუსული ოკუპაცია და გვერდით დგომა, ამ დროს ყველაზე დიდი ძალაა, ამიტომ შევიკრიბეთ და სოლიდარობა გამოვუცხადეთ უკრაინელებს ქალთა ფონდის სახელით მზად ვართ, არა მარტო სიტყვით, მორალური მხარდაჭერით, ჰუმანიტარული ტვირთებით და ფინანსურად დავეხმაროთ უკრაინელ ქალებს და ბავშვებს. ჩვენ ვიზრუნებთ მათზე, როგორც გმირი ერის დედებზე, გმირი ერის ღირსეულ მომავალ თაობაზე“ -აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა