|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უკრაინაში, ომში დაღუპულ დავით გობეჯიშვილს საქართველოში მომავალ კვირაში ჩამოასვენებენ

უკრაინაში, ომში დაღუპულ მებრძოლს საქართველოში მომავალ კვირაში ჩამოასვენებენ.

დავით გობეჯიშვილის ოჯახის ინფორმაციით, მათთან უკვე ჰქონდა კომუნიკაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს.

მათი ინფორმაციით, მიმდინარეობს სამუშაოები გადმოსვენების პროცედურისთვის.

ოჯახის ინფორმაციით, დავით გობეჯიშვილი უკრაინაში პოლონეთიდან ხუთი დღის წინ წავიდა. ის ქალაქ ირპენში დაბომბვის დროს გარდაიცვალა.

გობეჯიშვილი აფხაზეთისა და აგვისტოს ომებში იბრძოდა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა