"უკვე ვისწავლე და ვიცი დროის ფასი" - ვან-გეგა
ქუთაისში გეგა სოფრომაძის ნახატების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. სასტუმრო "ბესთ ვესტერნში" ვან-გეგას რამდენიმე ათეული ნახატი იყო წარმოდგენელი. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ქონდათ სასურველი ნახატი სიმბოლურ თანხად შეეძინათ.
ვან-გეგამ სტუმრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხა.
"მადლობა, რომ მოხვედით და შეიძინეთ ნახატები, ხატვა ჩემთვის სიცოცხლესავით ძვირფასია, უკვე ვიცი და ვისწავლე დროის ფასი და შევეცდები მეტი გავაკეთო"-განაცხადა ვან-გეგამ.
კომპანიებთან და მოქალაქებთან ერთად 8 წლის მხატვრის ნახატები შეიძინეს ქუთაისის მერმა და ვიცე-მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და ქუთაისის მაჟორიტარმა-დეპუტატმა.
გეგამ ხატვა სამი წლის ასაკში დაიწყო და უკვე ცხრა კონკურსის გამარჯვებულია, ასევე არის გლობალური საერთაშორისო კონკურსის ფინალისტი და ერთ-ერთი ნომინაციის გამარჯვებული.
გამოფენა ქუთაისის მერიის და სასტუმრო "ბესტ ვესტერნის" მხარაჭერით გაიმართა.
ავტორი: ნიუპრესი


14:35
13:33
22:22
14:39
















