|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უმდიდრეს პოსტსაბჭოთა ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო მეხუთე ადგილზეა

უმდიდრეს პოსტსაბჭოთა ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო მეხუთე ადგილს იკავებს. ინფორმაციას ცნობილი შვეიცარული საფინანსო კომპანია "credit suisse" აქვეყნებს.

საფინანსო კომპანიის ინფორმაციით, ქვეყნების ჩამონათვალში პირველ ადგილს თურქმენეთი იკავებს, სადაც ერთ ზრდასრულ მოსახლეზე სავარაუდო სიმდიდრე 50.230 აშშ დოლარს შეადგენს. პოსტსაბჭოთა ქვეყნების ჩამონათვალი რეიტინგის მიხედვით ასე გამოიყურება:


ესტონეთი - ერთი ზრდასრული მოსახლის სიმდიდრე, სავარაუდოდ, 39.984 აშშ დოლარი;


ლატვია - ერთი ზრდასრული მოსახლის სიმდიდრე, სავარაუდოდ, 22.444 აშშ დოლარი;


ლიტვა - ერთი ზრდასრული მოსახლის სიმდიდრე, სავარაუდოდ, 22.411 აშშ დოლარი;


საქართველო - ერთი ზრდასრული მოსახლის სიმდიდრე, სავარაუდოდ,  19.843 აშშ დოლარია;


აზერბაიჯანი - ერთი ზრდასრული მოსახლის სიმდიდრე, სავარაუდოდ, 13.242 აშშ დოლარია;


რუსეთი - ერთი ზრდასრული მოსახლის სიმდიდრე, სავარაუდოდ, 10.344 აშშ დოლარია;


უზბეკეთი - ერთი ზრდასრული მოსახლის სიმდიდრე, სავარაუდოდ, 6.362 აშშ დოლარი;


სომხეთი - ერთი ზრდასრული მოსახლის სიმდიდრე, სავარაუდოდ, 5.558 აშშ დოლარი;


ყირგიზეთი - ერთი ზრდასრული მოსახლის სიმდიდრე, სავარაუდოდ, 4.806 აშშ დოლარი;


ყაზახეთი - ერთი ზრდასრული მოსახლის სიმდიდრე, სავარაუდოდ, 4.134 ასშ დოლარი;


მოლდავეთი - ერთი ზრდასრული მოსახლის სიმდიდრე, სავარაუდოდ, 3.212 აშშ დოლარი;


ტაჯიკეთი - 2.292 აშშ დოლარი;


ბელორუსია - 1.259 აშშ დოლარი;


უკრაინა 1.254 აშშ დოლარი.


სხვა ქვეყნებში ერთი ზრდასრული მოსახლის სიმდიდრის სავარაუდო მაჩვენებელი ასე გამოიყურება:


ამერიკის შეერთებული შტატები - 344.692 აშშ დოლარი;


დიდი ბრიტანეთი - 288.808 აშშ დოლარი;


გერმანია - 185.175 აშშ დოლარი;


საბერძნეთი - 103.569 აშშ დოლარი;


პოლონეთი - 24.584 აშშ დოლარი;


ჩინეთი - 22.864 აშშ დოლარი.

 

pia.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა