ქუთაისში უმისამართოდ ნასროლმა ტყვიამ 84 წლის ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა
ქუთაისში უმისამართოდ ნასროლმა ტყვიამ 84 წლის ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა. შემთხვევა ახალი წლის ღამეს გელათის ქუჩაზე მოხდა.
ადგილობრივების თქმით, დალი ქაშმაძე აივანზე იდგა, რა დროსაც ტყვია მოხვდა, ის ჭრილობით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხეხდა და გუშინ გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულოსხმობს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა



16:58
11:46
















