|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უმრავლესობაზე ძალადობთ, თქვენ ახალისებთ გარყვნილებას - მეუფე ანტონი ჟურნალისტებს

უმრავლესობაზე ძალადობთ, თქვენ ახალისებთ გარყვნილებას - თქვე მოძალადეებო, - აცხადებს ვანის და ბაღდადის მიტროპოლიტი ანტონი. ის ძალადობაში ბრალს არა მხოლოდ ჟურნალისტებს, არამედ არამედ ელჩებსაც სდებს. 

"შეტაკება რომ მომხდარიყო, სპეცტექნიკა რომ გამოეყვანათ და რასაც ითხოვდა ეს ელჩი, რომელიც დაგვიჯდა აქ და თითებს გვიქნევს და თვითონ მოძალადეები აქეთ რომ გვიწოდებენ მოძალადეებს",-ამბობს ის.

 მეუფე ანტონი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ მის მკვლელობაზე პასუხისმგებელი ჟურნალისტები არიან.

"თქვენი ძალადობრივი სიმართლიდან ჩვენი სიმართლე რომ დავიცვათ გვიწევს მოწოდება ხალხისა, იმიტომ რომ ძალადობრივ სიმართლეს გვახვევთ. თქვენ ახალისებთ გარყვნილებას თქვენ აძლევთ გარყვნილებას, თქვე მოძალადეებო, თითოეული უწევთ პროპაგანდას... თქვენზეა ეგ პასუხისმგებლობა, იცით რუსთაველზე რომ გამოვიდეს შეეხებით ხალხს, ხალხის სიმებს ეხებით და თქვენ ხართ პასუხისმგებელი მაგის მკვლელობაზე.

რატომ აკეთებთ ამას, რატომ გვილახავთ ღირსებას უმრავლესობაზე ძალადობთ. თქვენ სახელს ჩვენ ნუ გვარქმევთ,"- თქვა მან.

ასევე მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ 5 ივლისს მათ ძალადობა დაიმსახურეს.

"დაიმსახურეთ.... თქვენ მოგწონთ რომ ძალადობთ ჩვენზე. ნუ ატრიალებთ პი...პი..პი..პი ხელით გეხები კი არა დავაპიპინე გაიგე?!",- თქვა მან.

ავტორი: ნიუპრესი