|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უმრავლესობიდან გვესმის დაუფიქრებელი განცხადებები, როცა ველოდებით გადაწყვეტილებებს - სალომე ზურაბიშვილი

 უმრავლესობიდან გვესმის დაუფიქრებელი თუ არასაჭირო განცხადებები იმ მომენტში, როცა ველოდებით გადაწყვეტილებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის კანდიდატი წევრის მიღების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშოროსო პარტნიორების მიმართ „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებში ლოგიკას ვერ ხედავს

„თქვენ მეკითხებით, რა ლოგიკაში ჯდება და ამას მე არ უნდა მეკითხებოდეთ იმიტომ, რომ მე ამის ლოგიკას ვერ ვხედავ, უნდა ეკითხებოდეთ იმათ, ვინც ამ განცხადებებით გამოდიან, ამ დროს. აქ ორივე საკითხია: ჯერ ერთი, რაღაცები არ ითქმის, რადგან ზრდილობის საკითხია და მეორე, ამ პერიოდში, ამ ყველაფრის დროულობა. არ შეიძლება ამ დროს, როცა ვიცით, რომ სენსიტიური მომენტია, არ ვუფრთხილდებოდეთ იმ განცხადებას, რომელიც ზოგჯერ შეიძლება ითქვას რაღაც მომენტში, რეაქცია მოხდეს და ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ასეთი თანმიმდევრობით, მე მგონი, ცოტა გაუგებარია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა "პალიტრანიუსთან" ინტერვიუში.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა