|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უმუშევრობის დონე 4 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

2022 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18.1 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„საქსტატის“ ცნობით, 2022 წლის მეორე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხოვნობა 36.2 ათასი კაცით (4.4%) გაიზარდა და 867.9 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 19.4 ათასით გაიზარდა (5.1%) და 401.2 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 63.0 ათასით (18.3%) შემცირდა და 281.6 ათასი შეადგინა.

2022 წლის მეორე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა 50.2 ათასი კაცით (6.1%) გაიზარდა, თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა გაზრდილია 18.9 ათასით (4.9%), ხოლო უმუშევართა რიცხოვნობა 8.1 ათასითაა (2.8%) შემცირებული.

 

 

„2022 წლის II კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 51.5 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 2.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 42.2 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე, ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 2.3 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი. დასაქმების დონე გაიზარდა, როგორც ქალაქის ტიპის (0.9 პრცენტული პუნქტით), ისე სოფლის ტიპის (3.7 პროცენტული პუნქტით) დასახლებებში და შესაბამისად, 42.8 პროცენტი და 41.4 პროცენტი შეადგინა.

2022 წლის II კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68.4 პროცენტს შეადგენდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია", - ნათქვამია ინფორმაციაში. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა